1936

  September 22 — დააკავეს მსახიობი ელგუჯა ლორთქიფანიძე. საანკეტო განცხადებაში მის შესახებ ჩაწერეს, რომ ის გახლდათ მენშევიკური პარტიის წევრის, ეწეოდა ანტისაბჭოთა პროპაგანადას და ავრცელებდა კონტრრევოლუციურ ლიტერატურას. მისი ორივე ძმა დახვრიტეს. მსახიობი 32 წლისა დააპატიმრეს
  November 19 — რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ალექსანდრე ვასილის ძე ახმეტელი დააპატიმრეს მოსკოვში, (ნოკინსკის ბულვარი #15, ბინა 7). ორ კვირაში იგი თბილისში ჩამოიყვანეს. მალევე დაიწყო დაკითხვები. რეჟისორმა პატიმრობაში გაატარა 7 თვე.