მედია ჩვენზე

„რეპრესირებული ქალები“ - ჟურნალი ლიბერალი

Saturday, მარტი 9, 2013 - 19:11

ჟურნალ „ლიბერალის“ საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტ „დაკარგული ისტორია: მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ“ და საზოგადოებრივი არქივის შესახებ.

ლაბორატორია წითელი წარსულის გასააზრებლად

Tuesday, მარტი 5, 2013 - 14:03

“ლაბორატორიის”დაარსებაზე ფიქრი 2009 წელს დაიწყეს. მაშინ ჰაინრიხ ბიოლის ფონდმა dvv international-ის კავკასიისა და თურქეთის რეგიონულ ოფისთან ერთად, საქართველოს საბჭოთა წარსულის შესწავლისა და გააზრების მიზნით, საერთაშორისო კონფერენცია თემაზე “ტერორის ტოპოგრაფია - საბჭოთა წარსულის ისტორიის გააზრება (სტალინიზმი, ტოტალიტარიზმი, რეპრესიები)” - ჩაატარა. სწორედ ამ კონფერენციის შემდეგ შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც 2010 წლის 29 მარტს არასამთავრობო ორგანიზაციად ”საბჭოთა წარსული კვლევის ლაბორატორიად” (სოვლაბი) დარეგისტრირდა.
 

 
წაიკითხეთ სტატია სრულად: ნეტგაზეთი საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაზე.

სტატია - სტალინიზმი და ნაციონალიზმი

Monday, აპრილი 4, 2011 - 14:07
გიორგი გვახარიას სტატია "სტალინიზმი და ნაციონალიზმი". სტატია ეხმაურება საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მორიგ ლექციას.

კინო და ეზოპეს ენა

Sunday, მარტი 13, 2011 - 14:16

2011 წლის 25 თებერვალს გოეთეს ინსტიტუტმა საბჭოთა წასრსულის კვლევის ლაბორატორიის მორიგ ლექცია/დისკუსიას უმასპინძლა. ლექციების ციკლი ტარდება პროექტ "ვირტუალური პლატფორმა: საბჭოღა წარსულის გააზრება", რომელიც საბჭოთა წარსულის კვლევასა და გააზრებასთან დაკავშირებულ 10 ლექცია/დისკუსიას მოიცავს.

25 თებრვლის დისკუსია საბჭოთა კავშირში ქართული კინოს საკითხს ეხებოდა. სწორედ ამ დისკუსიას ეხება გიორგი გვახარიას სტატია, რომელიც რადიო "თავისუფლების" საიტზე გამოქვეყნდა.
 

ლიბერალი საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის დისკუსიის შესახებ

Thursday, მარტი 3, 2011 - 07:49

2011 წლის 25 თებერვალს, გოეთეს ინსტიტუტში, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტ „ვირტუალური პლატფორმა: საბჭოთა წარსულის გააზრების“ ფარგლებში რიგით მეორე ლექცია/დისკუსია მოეწყო. სწორედ ამ დისკუსიას ეხმაურება ჟურნალი "ლიბერალის" ჟურნალისტ ნინო ჩიმაკაძის სტატია.

"„ვირტუალური პლატფორმა"- საბჭოთა წარსულის გააზრება"-ასე ქვია პროექტს, რომელიც „ საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ" იანვრის ბოლოს დაიწო. პირველი ასეთი შეხედრა საბჭოთა სისტემაში ქართულ მწერელობის მდგომარეობას მიეძღვნა. ამავე ფარგლებში გაიმართა დისკუსია ქართულ კინოზეც. ორგანიზაცია მსგავს ღონისძიებებს ყოველი თვის ბოლოს მოაწყობს, სადაც მოწვეული სტუმრები კომუნისტური მმართველობის თავისებურებებსა და იმ პერიოდის მახასიათებლებზე ისაუბრებენ." - ლიბერალი

ნინო ლეჟავა რადიო „თავისუფლებაში“

Monday, თებერვალი 14, 2011 - 00:00

რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის წარმომადგენელი ნინო ლეჟავა. მან ლაბორატორიის საქმიანობასა და საბჭოთა წარსულის კვლევის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

20110214-053417-GE-clip (1) by sovlab

წყარო: რადიო „თავისუფლება“ 14.02.2011

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია „წითელ ზონაში“

Thursday, თებერვალი 10, 2011 - 08:23

2011 წლის 4 თებერვალს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია გადაცემა „წითელი ზონის" სტუმარი იყო.

„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია” - ასე ჰქვია არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის მუშაობის შესახებ რადიო თავისუფლება არაერთხელ გესაუბრათ.

ჩვენი რადიოს სტუმარი იყო ლაბორატორიის თანამშრომელი, ისტორიკოსი დავით ჯიშკარიანი, რომელიც ამჯერად გიორგი გვახარიას ყოველკვირეულ პროგრამაში, ”წითელ ზონაში” მონაწილეობს. 

ის საუბრობს სტალინურ ტერორზე, ამ ეპოქასთან დაკავშირებულ მითებსა და სინამდვილეზე, ზოგადად, ტერორზე." - ამონარიდი რადიო „თავისუფლების“ ვებ-გვერდიდან.

გადაცემის ვიდეო ჩანაწერი შეგიძლიათ ქვემოთ იხილოთ:

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია გადაცემა „პიკის საათში“

Thursday, თებერვალი 3, 2011 - 15:13

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი რადიოს ეთერში, გადაცემა „პიკის საათში“ დავით პაიჭაძესთან. გადაცემის სტუმრები - საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის წევრები - ანა მარგველაშვილი და ნინო ლეჟავა. საუბრობენ ორგანიზაციის განხორციელებულ მიერ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.

 

Sovlab on radio1 lejava margvelashvili by sovlab1

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი - რადიო 1

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია რადიო GIPA-ში

Thursday, იანვარი 27, 2011 - 19:11

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის დამფუძნებლები ნინო ლეჟავა და ლაშა ბაქრაძე რადიო GIPA-ში ორგანიზაციის საქმიანობასა და წარსულის გააზრების შესაძლებლობების შესახებ. გადაცემა „თავისუფალი სიტყვა“ ნინია კაკაბაძესთან ერთად.

 

 

 

 

Sovlab radiogipa nino lejava lasha bakradze by sovlab 

წყარო: რადიო GIPA 27.01.2011.

განსაბჭოება

Friday, დეკემბერი 24, 2010 - 00:00

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი სერგო რატიანი  და ლიტერატურათმცოდნე ზაალ ანდრონიკაშვილი  განსაბჭოების პროცესზე საქართველოში. სტატია დაიბეჭდა ჟურნალ "ლიბერალში".

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია რადიო1-ში

Monday, დეკემბერი 20, 2010 - 15:09

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი რადიოს ეთერში. გადაცემა „რადიოფორუმი“ შავლეგ გეგეჭკორთან ერთად. გადაცემის სტუმრები საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის წევრები - დავით ჯიშკარიანი და დავით გოგიშვილი.

 

Sovlab on radio1 gogishvili jishkariani by sovlab1

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი - რადიო 1

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პრეზენტაცია ბერლინში

Tuesday, დეკემბერი 7, 2010 - 19:02

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პრეზენტაცია ბერლინში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ცენტრალურ ოფისში.
 
ლინკი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ბერლინის ოფისის ვებგვერდზე:  http://www.boell.de/calendar/VA-viewevt-de.aspx?evtid=9025

საბჭოთა სიმბოლიკის შესახებ II

Friday, ნოემბერი 26, 2010 - 12:51

თამარ ბაბუაძის სტატია საბჭოთა სიმბოლიკის შესახებ ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის ვებ გვერდზე, ინგლისურ ენაზე. სტატიაში გადმოცემულია დეტალები საქართველოში საბჭოთა სიმბოლიკასთან დაკავშირებული დებატების შესახებ და მოყვანილია სხვადასხვა მხარის არგუმენტები, მათ შორის საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის წევრების ლაშა ბაქრაძის და დავით გოგიშვილის მოსაზრებები.

 

წარსული, რომელიც არ იქცა ისტორიად

Thursday, ნოემბერი 25, 2010 - 00:00

ნინო ჩიმაკაძის სტატია საქართველოში საბჭოთა ისტორიის გააზრებაზე, აღმოსავლეთ ევროპულ გამოცდილებასა და საქართველოში ამ კუთხით მიმდინარე პროცესებსა და მთავარ აქტორებზე. სტატიაში განხილულია საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საქმიანობა და მისი გეგმები. სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ "ლიბერალში" 2010 წლის ივლისში.

დავით ჯიშკარიანი რადიო „თავისუფლებაში“

Sunday, ნოემბერი 14, 2010 - 00:00

„ყოველკვირეული კულტურული მიმოხილვა დღეს არასამთავრობო ორგანიზაციის, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ერთ–ერთ დამაარსებელს, დავით ჯიშკარიანს გაგაცნობთ. ეს ორგანიზაცია საბჭოთა წარსულს იკვლევს. მისი წევრები ამჟამად მუშაობენ პროექტზე „ტერორის ტოპოგრაფია“. დავით ჯიშკარიანს გიორგი გვახარია ესაუბრა.“

 

 

დავით ჯიშკარიანი რადიო „თავისუფლებაში“ by sovlab

წყარო: რადიო „თავისუფლება“ 14.11.2011

ლაშა ბაქრაძე რადიო „თავისუფლებაში“

Tuesday, ნოემბერი 2, 2010 - 18:39

რადიო „თავისუფლების“ თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე, რომელმაც საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვის მიზანშეწონილობაზე ილაპარაკა.

მან თქვა, რომ საქართველომ, გერმანიის მსგავსად, უნდა დასძლიოს წარსული, მაგრამ საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვა ქვეყანას ამაში ვერ დაეხმარება. მან ასევე ილაპარაკა განსხვავებებზე საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს შორის, სადაც, მისი თქმით, საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვას პოლიტიკური დატვირთვაც აქვს იქ მცხოვრები მრავალრიცხოვანი პრორუსულად განწყობილი მოსახლეობის გამო."

 

Lasha bakradze on radio liberty by sovlab

წყარო: რადიო „თავისუფლება“ 02.11.2010

საბჭოთა სიმბოლიკის შესახებ

Monday, ოქტომბერი 18, 2010 - 10:58

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის წევრი - დავით გოგიშვილი - ჟურნალ „ლიბერალის“ რუბრიკა „ორ აზრში“ თემაზე „უნდა აიკრძალოს თუ არა საბჭოთა სიმბოლიკა საჯარო ადგილებში?“ ოპონენტი - კანონპროექტის „თავისუფალი ქარტიის“ ავტორი გიორგი თორთლაძე.