მისია & ხედვა

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ხედვაა დემოკრატიულ და ლიბერალურ ღირებულებებზე დაფუძნებული განათლებული საზოგადოება, რომელსაც შესწევს უნარი გაუმკლავდეს თანამედროვე გამოწვევებს, იყოს ცვლილებების მიმართ მოქნილი და ადეკვატური; საზოგადოება, სადაც უპირველესი ღირებულება თითოეული ადამიანის თავისუფლება და ღირსებაა, სადაც ინფორმირებული მოქალაქეები გააზრებულად და აქტიურად მონაწილეობენ ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მისიაა ხელი შეუწყოს საბჭოთა ტოტალიტარული წარსულის შესწავლას, საბჭოთა მემკვიდრეობის პოლიტიკური, სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობის გააზრებას. ორგანიზაციას სურს შექმნას თავისუფალი სააზროვნო და სადისკუსიო სივრცე დემოკრატიული განვითარების ხელშესაწყობად.