პროგრამები

ფოტო: თამარ ცანავასაბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროგრამული მიმართულებებია:

 

 

კვლევითი პროგრამა:


  • საქართველოში არსებული საბჭოთა არქივების ეტაპობრივი შესწავლა, დოკუმენტირება  და მათი საჯაროობის ხელშეწყობა.
  • საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით პუბლიკაციების მომზადება და მკითხველთა ფართო წრისათვის წარდგენა.
  • საბჭოთა ისტორიის კვლევისა და შესწავლის მიმართულებით შესაძლებლობების განვითარება და ინიცირება. დასავლეთისა და ყოფილ საბჭოთა სივრცეში დაგროვილი ცოდნისა და მეთოდოლოგიის  ათვისება და დანერგვა.
  • ახალი კადრების დაინტერესება და ჩართვა საბჭოთა მემკვიდრეობის შესწავლისა და არქივების კვლევის საქმეში.

 

საგანმანათლებლო პროგრამა:


  • ტოტალიტარიზმისა და მისი შედეგების გააზრების ხელშეწყობა პიროვნული და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.
  • კვლევითი საქმიანობების შედეგად შექმნილი პროდუქტების ადაპტირება და  საზოგადოების ფართო ფენებისათვის მიწოდება.
  • ელექტრონული ბიბილოთეკის, როგორც საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის შექმნა.

 

საზოგადოებრივი არქივის პროგრამა:


  • დაფუძნდეს საზოგადოებრივ სარგებლობაში არსებული ელექტრონული არქივის დაფუძნება, სადაც თავმოყრილი იქნება საქართველოს საბჭოთა ისტორიასთან დაკავშირებული უნიკალური აუდიო-ვიზუალური მასალა და არტეფაქტები.  
  • მსგავსი მასალების შენარჩუნება და მისი ხელმისწავდომობის უზრუნველყოფა.

 

არტ - პროგრამა:


  • ხელოვნების და კულტურული პროექტების საშუალებით საზოგადოებაში წარსულის კრიტიკულად გააზრება და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება, რამდენადაც ხელოვნება ხელს უწყობს სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს შორის შეხედულებების პროექციას და გაცვლას.
  • კულტურული მრავალფეროვნების მიზნით, სახელოვნებო სივრცისათვის სოციალური და პოლიტიკური თემების მიწოდება, რათა სოციალური და ისტორიული ტრანსფორმაცია აისახოს თანამედროვე შემოქმედებით კონცეფციებსა და პროექტებზე.