Blogs

შესავალი: დაკარგული ისტორია

წინასიტყვაობა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიერ 2012 წელს გამოცემული წიგნისათვის "დაკარგული ისტორია. მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ."

რეპრესიების ისტორიის პერიოდიზაცია

"რაც უფრო მეტად ვშორდებით დროში საქართველოს ისტორიის საბჭოთა პერიოდს (1921-1991), მით უფრო რთულია, ერთი მხრივ, ზოგადი შეფასებების მიღმა კონკრეტული მოვლენების დანახვა და, მეორე მხრივ, ცალკეული ფაქტებისა და მოგონებების ერთიან სურათში მოთავსება.

კავშირგაბმულობის სამინისტრო - 1956 წლის მარტის მოვლენები

ზუსტად 55 წლის წინ 1956 წლის 14 თებერვალს ისტორიული, კომუნისტური დაიწყო, აწ უკვე  საბჭოთა კავშირის პარტიის მე–20  საკავშირო ყრილობა, რომელიც  დაგვირგვინდა 25 თებერვლის დახურულ სხდომაზე სსრკ‐ს პოლიტბიუროს გადაწყვეტილებით ეს სხდომა გასაიდუმლოებულ ვითარებაში შედგა. მოხსენებას ეწოდებოდა ‐ „პიროვნების კულტის შესახებ და მის შედეგებზე“. ვინ იყო ის პირველი მდივანი? სტალინის გარემოცვაში ერთ‐ერთი ყველაზე უღალატო და ბრძანებების გულმოდგინედ შემსრულებელი – ნიკიტა ხრუშჩოვი [i].

ავტორი: ალექსანდრე სარალიძე

ხუდადოვის ქუჩის სასაფლაო – მეორე თანრიგის ბოლშევიკთა პანთეონი

1905-07 წლების პირველ და წარუმატებელ სოციალისტურ რევოლუციაზე საბჭოეთგამოვლილებს უამრავი რამ გვსმენია, თუმცა რამდენიმე ეპიზოდი მაინც გავიხსენოთ: როგორც ცნობილია, მე–19 საუკუნის მიწურულიდან რუსეთის მთელ იმპერიაში გაფართოვდა მარქსიზმის და მარქსისტული ჯგუფების გავლენა. რევოლუციურად განწყობილი ორგანიზაციების აქტივობა განსაკუთრებით გაძლიერდა რუსეთის იმპერიის მიერ იაპონიასთან წარმოებული წარუმატებელი ომის პერიოდში, ხოლო საბოლოო მარცხისა და 1905 წლის 23 აგვისტოს პორტსმუტში გაფორმებული ზავის შემდეგ მღელვარებამ და გამოსვლებმა ფართე ხასიათი მიიღეს. განსაკუთრებულად აქტიური იყო კავკასია და მისი ცენტრი - ტფილისი.

 

blog_thumb: 

ალექსანდრეს ბაღის ბოლშევიკური წარსული

ყოფილი ალექსანდრეს ბაღი - დღევანდელი 9 აპრილის (ზედა) და გოგლა ლეონიძის (ქვედა) ბაღები - ბოლშევიკებმა თბილისში ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღეებიდანვე სასაფლაოდ მოიზომეს. ძნელი სათქმელია, კონკრეტულად რა ამოძრავებდათ მათ: ბაღის წარსული ტრადიცია, თუ გასაბჭოებამდე რამდენიმე წლით ადრე მომხდარი სისხლისღვრა?! უფრო გასაგები რომ იყოს: ისტორიული ტრადიციით, მართალია, ქვედა ბაღი საჯირითო, საასპარეზო ადგილი იყო - ყაბახი, მაგრამ ზედა ბაქანზე ქაშუეთის ეკლესიასა და გ. ჭანტურიას (ყოფ. ჯორჯიაშვილის).

ავტორი: ალექსანდრე ელისაშვილი

blog_thumb: 

მეტეხის ციხე

დღეისათვის მეტეხის ეკლესიაში ქართული მართლმადიდებლური წესით წირვა-ლოცვა მიმდინარეობს, მიმდებარე პლატო და გორგასლის ძეგლი ახალდაქორწინებულთა საყვარელი მოსანახულებელი და ფოტოს გადასაღები ადგილია. თუმცა, მე-19 საუკუნის 20- იანი წლებიდან მე-20 საუკუნის 30-იან წლებამდე მეტეხის ხსენებაც კი ჩვეულებრივ მოქალაქეებში შიშს და ძრწოლვას იწვევდა. ერთი საუკუნის განმავლობაში მეტეხის საპატიმრო სამ პოლიტიკურ რეჟიმს პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორების ადგილად ჰქონდა გადაქცეული. ერთ დროს მეტეხის მრისხანე საპყრობილიდან დღეისათვის არაფერია შემორჩენილი, გარდა ეკლესიის ფასადზე ყოფილ ტუსაღთა მიერ სხვადასხვა წლებში ამოკაწრული სახელებისა და თარიღებისა. ამ სტატიაში მეტეხის საპყრობილის 110 წლოვანი მძიმე თავგადასავალზე მოგითხრობთ.

blog_thumb: 

1924 წლის აჯანყება სამეგრელოში

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია იწყებს სტუდენტების, ისტორიკოსების და საბჭოთა პერიოდით დაინტერესებული ადამიანების კვლევებისა და სტატიების გამოქვეყნებას. ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ქართულ საზოგადოებაში საბჭოთა წარსულის კვლევასა და გააზრებას. ჩვენს ბლოგზე მსგავსი მასალების გამოქვეყნება ერთ-ერთი საშუელებაა ამ მიზნის მისაღწევად.

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსობრივ და ფაქტობრივ მხარეზე. ორგანიზაცია შეიძლება არ იზიარებდეს სტატიის ან კვლევის ავტორის მოსაზრებას.

პირველი ნაშრომი, რომელსაც ვაქვეყნებთ ეკუთვნის არჩილ თოდუას, რომელიც 1924 წლის აჯანყებაზე მუშაობს. სტატია უშუალოდ ეხება აჯანყების დეტალებს სამეგრელოში.

ჭონქაძის თორმეტის ისტორია...

დანიელ ჭონქაძის #12-ში მდგარ ამ შენობას მრავალი საინტერესო და ხშირად საკმაოდ სევდიანი ისტორია უკავშირდება. სხვადასხვა ეპოქაში სახლის მეპატრონე და სოციალური შიგთავსი სხვა იყო და ამავდროულად იგი მუდმამ გამორჩეულ არქიტექტურულ ნაგებობათა რიცხვს მიეკუთვნებოდა.

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ შეძლო სახლის და მასში მცხოვრები ადამიანების შესახებ საარქივო მასალა, ზეპირი ისტორიები და დოკუმენტური მასალა ერთად შეეგროვებინა და ერთიანი ამბის სახით გადმოეცა. 

ავლაბრის არალეგალური სტამბა-მუზეუმი

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია პროექტის „საბჭოთა თბილისი“ ფარგლებში გთავაზობთ მორიგ ბლოგპოსტს, რომელიც ირაკლი ხვადაგიანის კვლევის შედეგად შეიქმნა. სტატიაში მოთხრობილია ავლაბრის არალეგალური სტამბის ისტორია და მრავალი დღემდე უცნობი დეტალი.

 

 
 

ავლაბრის არალეგალური სტამბა-მუზეუმი


blog_thumb: 

„თავისუფლების მოედანი“

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ თბილისის მთავარ მოედანს უდიდესი როლი აქვს შესრულებული რუსეთის ბოლშევიკური პარტიის ადამიანური და მატერიალური რესურსებით მომარაგების საქმეში. მოედნის ჩრდილოეთით მდებარე ყოფილი სასულიერო სემინარია (დღევანდელი ხელოვნების მუზეუმი) - დანიშნულების საწინააღმეგოდ - ბოლშევიკური პარტიის ნამდვილი სამჭედლო იყო.


იოსებ ჯუღაშვილი, ლადო კეცხოველი, ფილიპე მახარაძე, მიხა ცხაკაია – მგონი ეს გვარებიც კმარა ამის დასტურად.

 

ამავე მოედანზე 1907 წლის თავზეხელაღებული ძარცვის დროს იოსებ ჯუღაშვილის ორგანიზებით ბანდიტმა რევოლუციონერმა კამომ (სიმონ ტერ-პეტროსიანმა) 250 ათასი რუსული რუბლი გაიტაცა და ეს თანხა პირადად ვლადიმერ ულიანოვს (ლენინს) ჩაუტანა.

 

”კამომ ლენინს დღევანდელი გათვლებით 1.7 მილიონი ფუნტის ეკვივალენტი თანხა ჩაუტანა, რაც საკმარისი იყო პარტიის დასაფინანსებლად გარკვეული დროის განმავლობაში” [1]. ამ თავდასხმის დროს მძარცველებმა კამოს მეთაურობით ბომბი ესროლეს სახელმწიფო ბანკის კუთვნილ ეტლს, რომლითაც ფული გადაჰქონდათ და თანხის გატაცება მოახერხეს.

 

blog_thumb: