რეპრესიების ისტორიის პერიოდიზაცია

"რაც უფრო მეტად ვშორდებით დროში საქართველოს ისტორიის საბჭოთა პერიოდს (1921-1991), მით უფრო რთულია, ერთი მხრივ, ზოგადი შეფასებების მიღმა კონკრეტული მოვლენების დანახვა და, მეორე მხრივ, ცალკეული ფაქტებისა და მოგონებების ერთიან სურათში მოთავსება.

დღეს უკვე ის დრო ხშირად ერთგვარ მონოლითად, უწყვეტ და ერთგვაროვან ეპოქად აღიქმება. ნაწილობრივ ეს გამართლებულია, რადგან მთელი თავისი ისტორიის მანძილზე საბჭოთა რეჟიმი ობიექტურადაც ბევრ უცვლელ თვისებას ინარჩუნებდა და ოფიციალური პროპაგანდაც ხაზს უსვამდა ისტორიულ მემკვიდრეობითობას.

ამავე დროს ძნელი არ არის იმის დანახვა, რომ საბჭოთა ისტორიის მანძილზე არაერთხელ შეიცვალა სახელმწიფოსა და საზოგადოების ურთიერთობის ხასიათი; ეკონომიკური, სოციალური პირობების მთელი ერთობლიობა და საგარეოპოლიტიკური კურსი; როგორც ლიდერების, ისე რიგითი მოქალაქეების მსოფლმხედველობა, განწყობა, ცხოვრების სტილი, ფასეულობები და გემოვნება, შესახედაობაც კი."

ავტორი: ნიკა მახარაძე

Periodisation of Soviet Repressions by Nika Makharadze

 

წარმოგიდგენთ ნიკა მახარაძის კვლევას საბჭოთა რეპრესიების ისტორიის პრეიოდიზაციის შესახებ. ტექსტის სიდიდის გამო კვლევა წარმოდგენილია PDF ფაილად.

სტატია მომზადებულია პროექტის "საბჭოთა თბილისის" ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (dvv international) დაფინანსებით.