1937

  იანვარი 23 — შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა დააპატიმრა ბრალდებით, თითქოს ეწეოდა დაზვერვით-ჯაშუშურ საქმიანობას ერთ-ერთი უცხოური სახელმწიფოს სასარგებლოდ დააკავა გიორგი ელიავა.
  თებერვალი 18 — გარდაიცვალა იოსებ ჯუღაშვილთან (სტალინი) ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული პირი, რევოლუციონერი და პოლიტბიუროს წევრი - სერგო ორჯონიკიძე.
  მაისი მაისი 15 — დამტკიცდა საბჭოთა ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს ორპალატიანი ვარიანტის თაობაზე შემუშავებული პროექტი ი.ბ სტალინის დაჟინებული თხოვნის შედეგად.
  ივნისი 02 — მწერლებიდან პირველი ნიკოლო მიწიშვილი დააპატიმრეს. გარდა იმისა, რომ მიწიშვილი აქტიურად იდგა ეროვნულ პოზიციაზე, მისი დაპატიმრების მიზეზი სავარაუდოდ ბერიას პირადი მოთხოვნაც იყო.
  ივნისი 08 — მწერალი კიტა ბუაჩიძე მწერალთა კავშირიდან გარიცხეს.
  ივნისი 29 — რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ალექსანდრე ვასილის ძე ახმეტელი დააპატიმრეს მოსკოვში, (ნოკინსკის ბულვარი #15, ბინა 7). ორ კვირაში იგი თბილისში ჩამოიყვანეს. მალევე დაიწყო დაკითხვები. რეჟისორმა პატიმრობაში გაატარა 7 თვე.
  July 13 — ყალბი აღიარებითი ჩვენების შემდეგ, ნიკოლო მიწიშვილი, ერთ თვეში, დახვრიტეს. იგი გახლდათ წევრი კონტრრევოლუციურ ფაშისტურ ორგანიზაციისა, რომლის მიზანსაც საბჭოთა წყობის დამხობა და საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბება წარმოადგენდა. ეს ორგანიზაცია ტ
  July 20 — კიტა ბუაჩიძე დააპატიმრეს. მას ბრალად ტროცკისტულ-ტერორისტული ჯგუფის წევრობა დასდეს.
  July 30 — 

საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარმა ეჟოვმა სპეციალური ბრძანება გამოსცა. N00447 ბრძანებით, შინსახკომს ხალხის მტრების წინააღმდეგ რეპრესიების გაძლიერება დაევალა. მომდევნო სამი თვის განმავლობაში, საბჭოთა კავშირის მასშტაბით, 270 ათასი ადამიანი ურზზზ

  აგვისტო 14 — ციხეში ჩასვეს მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი. მისი დაპატიმრება მოსალოდნელიც იყო. ჯავახიშვილი, რომელიც თავის დროზე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი იყო, აშკარად ანტისაბჭოთა ელემენტად ითვლებოდა.
  აგვისტო 15 — ეჟოვის კიდევ ერთი ბრძანება გამოვიდა. ამ ბრძანებამ ისედაც გადატენილ ციხეებში პატიმართა ახალი ნაკადი გამოიწვია. კონტრრევოლუციის ბრალდებით დაპატიმრებული ყველა მოქალაქის მეუღლეს, გამოძიების გარეშე, 8 წლით ციმბირში ასახლებდნენ.
  ოქტომბერი 03 — გამოძიების წინაშე აღიარებითი ჩვენების შემდეგ ბუაჩიძე დახვრიტეს.
  ოქტომბერი 08 — ტიციან ტაბიძე მწერალთა კავშირიდან შემდეგი ფორმულირებით გარიცხეს: “ტ. ტაბიძე რიგი წლების მანძილზე მჭიდრო ურთიერთობაში იმყოფებოდა უკვე გამომჟღავნებულ ხალხის მტრებთან. მიუხედავად ამისა არ ისურვა ეთქვა სიმართლე და ბოლომდე განაგრძო თვალთმაქცობა.”
  ოქტომბერი 09 — ტიციან ტაბიძე დააპატიმრეს. მისი დაპატიმრების ფორმალური საბაბი ნიკოლო მიწიშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის და ლიდია გასვიანის ჩვენებები იყო. პოეტი სხვათა მსგავსად სასტიკად დაამუშავეს და გამოძიებისთვის სასურველ აღიარებაზე მოაწერინეს ხელი: ტიციანის თქმით, ცისფერყ
  ოქტომბერი 13 — დააპატიმრეს მწერალთა კავშირის პასუხისმგებელი მდივანი – დავით დემეტრაძე. მას მწერლებში წმენდა ჩატარებინეს, შემდეგ კი ციხეში ჩასვეს. დემეტრაძის წინააღმდეგ გამოძიებამ ლიდია გასვიანის ჩვენება გამოიყენა, სადაც იგი კონტრრევოლუციური ჯგუფის ერთ-ერთ წევრად სახელდე
  ოქტომბერი 17 — მწერალთა კავშირიდან დემეტრაძე ისევე გარიცხეს, როგორც იგი რიცხავდა ადრე სხვა მწერლებს. ბრალდება სტანდარტული იყო – გამომჟღავნებული ხალხის მტერი. დავით დემეტრაძესთან ერთად, შემთხვევით დააპატიმრეს მისი ტყუპისცალი კონსტანტინეც. მსგავსების გამო, იგი ქუჩაში ვიღა
  ოქტომბერი 30 — მიხეილ ჯავახიშვილი დახვრიტეს.
  დეკემბერი 15 — ტიციან ტაბიძე დახვრიტეს