ზეპირი ისტორია №2 - ზაირა არსენიშვილი

პროექტი „ვირტუალური პლატფორმა: საბჭოთა წარსულის გააზრების“ წარმოგიდგენთ ზეპირი ისტორიების ციკლს. თუ თვლით, რომ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს შეუძლია მსგავსი ტიპის ისტორიის გადმოცემა, მოგვწერეთ - info@sovlab.ge
რიგით მეორე ისტორიაში ზაირა არსენიშვილი მოგვითხრობს საკუთარ გამოცდილებაზე, მის მშობლებზე, თელავსა და კახეთის სხვადასხვა მხარეში გატარებულ წლებზე, საკუთარ მოღვაწეობაზე და ა.შ.

 

 

 

ზაირა არსენიშვილი - პროზაიკოსი, კინო–დრამატურგი, სამგზის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

 
განათლებით ფილოლოგი და მუსიკოსი, წლების განმავლობაში უკრავდა ოპერის თეატრის ორკესტრში ვიოლინოზე, ასევე მუშაობდა "ქართული ფილმის" დრამატურგთა გაერთიანებაში და მეორე შემოქმედებითი გაერთიანების დირექტორად.

 
მისი სცენარების მიხედვით გადაღებულია ფილმები – "როცა აყვავდა ნუში" (1972); "აურზაური სალხინეთში" (1975); "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" (1978); "კაცია ადამიანი ?!" (1979); "დღეს ღამე უთენებია" (1983); "ბებია ყველასათვის" (1986); "ორომტრიალი" (1986); "ვალსი პეჩორაზე" (1992); "ბედნიერება" (2009).

 
არის ავტორი წიგნებისა – "ვა, სოფელო!"; "კოლაჟი მთვარის შუქზე"; "თელავიდან თბილისამდე"; "რეკვიემი ბანის, სოპრანოსა და შვიდი ინსტრუმენტისთვის ანუ ახალგაზრდა მთზველის პორტრეტი".