#11 გია ბეგიაშვილის ისტორია

გია ბეგიაშვილის დედა და მისი ოჯახის დიდი ნაწილი 1930-იანი წლების საბჭოთა მასობრივი რეპრესიების მსხვერპლი გახდა. ვიდეო ისტორიაში ის სწორედ ამ მოვლენების შესახებ მოგვითხრობს.

გია ბეგიაშვილი დაიბადა 1934 წლის 3 ოქტომბერს თბილისში. დედა - ირინე ცხვედაძე, გერმანული ენის სპეციალისტი, მამა - ანდრო ბეგიაშვილი (მათემატიკოსი). გაიზარდა ბებიასთან, დედის დედასთან თბილისში. 1951 წელს დაამთავრა საშუალო ქ. თბილისის I სკოლა ოქროს მედილით.

1952-1957 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე, 1957-1960 წლებში - ამავე ფაკულტეტის ასპირანტურაში. ასპირანტურა ხარკოვის ფიზიკა-მათემატიკურ ინსტიტუტში დაამთავრა. დაიცვა დისერტაცია მარკ აზბერის ხელმძღვანელობით.

1961 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტში განყოფილების გამგედ.

1982 წელს ლენინიგრადელ კოლეგებთან ერთად მიიღო საბჭოთა კავშირის დახურული პრემია საიდუმლო კვლევებისთვის. ამასთან დაკავშირებით თბილისში გაიხსნა დახურული ინსტიტიტი "ვოლნა", სადაც მიმდინარეობა წყალქვეშა ნავებთან დაკაშირებული კვლევები. ინსტიტუტმა იარსება საკავშირო დაფინანსებმდე - 1988 წლამდე.

არის ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი.

გამოქვეყნებული აქვს 80 შრომა, მიღებული აქვს 11 პატენტი. 2004 წელს მიიღო რუსეთის პატენტი საბჭოთა პერიოდში განხორციელებული კვლევებისთვის.
ჰყავს ორი შვილი და შვილიშვილები.

ისტორია ჩაიწერა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტის „ვირტუალური პლატფორმა: საბჭოთა წარსულის გააზრების" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს" მიერ.

ინტერვიუს ჩაწერაში მონაწილეობდა: ჟურნალისტი - ნინო ბექიშვილი, ოპერატორი - კონსტანტინე სტალინსკი.