მოწვევა თავისუფალი სასწავლო-პრაქტიკული კურსისათვის

„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“ იწვევს მსმენელებს (18 წლიდან) თავისუფალი სასწავლო-პრაქტიკული კურსისათვის.



სალექციო თემები მიმოიხილავს მე-19 საუკუნის ბოლოდან და 20-ე საუკუნის 90-იან წლებამდე მიმდინარე სოციალურ და პოლიტკურ პროცესებს: ერის ფორმირება და სამოქალაქო კულტურის განვითარება, სოციალური მოძრაობები და პოლიტიკური პარტიების წარმოშობა, პირველი რესპუბლიკა და საქართველოს ევროპული განვითარების პროექტი, საბჭოთა ოკუპაცია და წინააღმდეგობის მოძრაობა, საბჭოთა ნაციონალური პოლიტიკა, ურბანიზაცია და ინდუსტრიალიზაცია, ცვლილებები არქიტექტურაში და ყოველდღიურ ცხოვრებაში, სტალინის კულტის ჩამოყალიბება და შემდგომი დესტალინიზაცია, ცივი ომი და საბჭოთა „კეთილდღეობის სახელმწიფო“, საბჭოთა სახელმწიფოს დასასრული და ტრანზიციის ეტაპი.

კომბინირებული, ინტერდისციპლინურ მიდგომებსა და სამეცნიერო კვლევებზე დამყარებული ინტენსიური სასწავლო კურსის ხანგრძლივობა 8 თვეა (მარტი-ნოემბერი). მსმენელები აქტიურად იქნებიან ჩაბმული როგორც კვლევით, ასევე საველე-პრაქტიკულ სამუშაოებში. ყოველი თემატური ლექციის დასრულების შემდეგ დაგეგმილია გასვლითი ლექციები, სხვადასხვა ისტორიული ადგილების ნახვა, როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა მხარეებში. 

კურსის მსვლელობისას სტუდენტებს საშუალება ექნებათ მოუსმინონ მოწვეულ ლექტორებს, რომლებიც კურსის თემების სიღრმისეული კვლევის გამოცდილებას გაუზიარებენ მსმენელებს და დისკუსიაში ჩაებმებიან.


მონაწილის მიერ კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი. 

ლექციები ჩატარდება შაბათობით. ხანგრძლივობა 3 საათი.
კურსი ხორციელდება სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) ფინანსური მხარდაჭერით.


დაინტერესების შემთვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ მითითებულ მისამართზე შემდეგი ინფორმაცია: 
- CV 
- სამოტივაციო წერილი, რომელიც უნდა პასუხობდეს შემდეგ პუნქტებს:
რატომ ხართ დაინტერესებული აღნიშნული კურსით?
უახლესი ისტორიის რომელი თემით ხართ დაინტერესებული?
გაქვთ თუ არა საველე კვლევითი მუშაობის გამოცდილება? 
ხედავთ თუ არა საკუთარ თავს ამ სფეროში, გრძელვადიან პერსექტივაში? 

მსმენელები სასურველია ფლობდნენ ქართულს, რუსულს და ინგლისურ (ან გერმანულ) ენას. 
განაცხადი კურსში მონაწილეობის შესახებ გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: 
info.sovlab@gmail.com


საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა 01/03/2017 
პირველ ეტაპზე განიხილება აპლიკაციები, რის შემდეგაც შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას.
ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: info.sovlab@gmail.com ან ტელ: 599 01 95 00

მაგდა ცოცხალაშვილი
პროექტის კორდინატორი
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია