დონორები

National Endowment for Democracy (NED)

The National Endowment for Democracy (NED) არის კერძო, არასამთავრობო ფონდი რომლის მიზანია ხელი შეუწყოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. NED ყოველწლიურად გასცემს 1000 მეტ გრანტს ოთხმოცდაათზე მეტ ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტების ხელშესაწყობად, რომელთა ძირითადი მიზანია დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრება და გაძლიერება.

გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი (dvv international)

გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალი (dvv international) საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის დონორი ორგანიზციაა. მისი ხელშეწყობით დაარსდა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია.

გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (dvv international) ძირითადი დაფინანსებით განხორციელდა პროექტი "წითელი ტერორის ტოპოგრაფია". პროექტის თანადამფინანსებელია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო.

ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“

ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ერთ-ერთი პროექტის დონორია. 2011 წლის იანვრიდან ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი "ვირტუალური პლატფორმა: საბჭოთა წარსულის გააზრება".

„ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" ღია საზოგადოების ინსტიტუტის ქსელის წევრი ორგანიზაციაა, რომელიც 1994  წელს ნიუ-იორკის "ღია საზოგადოების ინსტიტუტმა" დააფუძნა.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს თანადაფინანსებით 2010 წელს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ განახორციელა პროექტი "წითელი ტერორის ტოპოგრაფია" და გამოსცა სამახსოვრო კალენდარი.