პარტნიორები

სათემო განვითარების ცენტრი

,,სათემო განვითარების ცენტრი” დაფუძნდა 2010 წლის დეკემბრის ბოლოს ,,კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი - კავაკსიური სახლის’’ მიერ.

1999 წლიდან სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში მოძრაობის სახით დაწყებული მუშაობა, რომლის დევიზი იყო ,,გადავარჩინოთ ჩვენი სოფელი”, ეყრდნობოდა ,,კავკასიური სახლის” ზოგად ხედვასა და ღირებულებებს: სოფლის თემის შესაძლებლობების განვითარებას კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობით.

სათემო კავშირი ნუკრიანი

ორგანიზაციამ, "კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი - კავკასიური სახლი", ნუკრიანში მუშაობა 1999 წელს დაიწყო. "კავკასიური სახლის" შემოსვლამ სოფელში ხელი შეუწყო და იმპულსი მისცა უამრავ საინტერესო წამოწყებას. ამ ორგანიზაციის გარშემო შეიქმნა ნამდვილი ოაზისი სკოლის მოსწავლეების, სკოლადამთავრებული ახალგაზრდების, უსაქმოდ და უფუნქციოდ დარჩენილი ქალებისა და საერთოდ, აქტიური ადამიანებისთვის, რომელთათვისაც მნიშვნელოვანი იყო, როგორც პირადი წარმატება, ისე საერთო საქმე და სოფლის კეთილდღეობა. "კავკასიური სახლი", იმ სამუშაოს გარდა, რომელსაც თვითონ ახოციელებდა, ცდილობდა ნუკრიანით დაეინტერესებინა სხვადასხვა ორგანიზაცია თუ კერძო პირი. ერთ-ერთი ასეთი პირველი, გახლდათ გერმანიის სახალხო უნივერსიტეტების ასოციაცია (dvv international). მათი ფინანსური დახმარებით ჩატარდა სოფლის თემისთვის, განსაკუთრებით ზრდასრულთათვის მეტად საინტერესო და საჭირო ტრენინგები, ზოგადი და სახელობო სწავლებები.

გოეთეს ინსტიტუტი

გოეთეს ინსტიტუტი და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია 2011 წლის იანვრიდან თანამშრომლობენ პროექტის „ვირტუალური პლატფორმა: საბჭოთა წარსულის გააზრება“ ფარგლებში. ინსტიტუტი პროექტის ფარგლებში გამართული ლექცია/დისკუსიებს მასპინძლობს.
"თბილისის გოეთეს ინსტიტუტი ერთ-ერთი უმთავრესი დაწესებულებაა გერმანიასა და ამიერკავკასიის ქვეყნებს შორის კულტურული გაცვლის სფეროში. გერმანიითა და გერმანული ენით ყველა დაინტერესებულ პირითათვის თბილისის გოეთეს ინსტიტუტი მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორია." - გოეთეს ინსტიტუტი
დამატებითი ინფორმაცია გოეთეს ინსტიტუტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://www.goethe.de/ins/ge/tif/uun/kaindex.htm

ნეტგაზეთი

ნეტგაზეთი და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია 2011 წლის იანვრიდან თანამშრომლობენ პროექტის "ვირტუალური პლატფორმა: საბჭოთა წარსულის გააზრება" ფარგლებში.

პარტნიორობის ფარგლებში ნეტგაზეთის ოპერატორი იღებს "ვირტუალური პლატფორმის" ლექცია/დისკუსიების ვიდეოს, რომელიც თავსდება ნეტგაზეთისა და ლაბორატორიის გვერდებზე.

ასევე, ლაბორატორიის არქივის შექმნის მიზნით ნეტგაზეთის ოპერატორი და პროექტში ჩართული ჟურნალისტი წერენ 10 ზეპირ ისტორიას საბჭოთა რეპრესიების მომსწრე ადამიანებთან, რომელიც თავსდება ლაბორატორიის ვებ-გვერდზე და youtube-ს გვერდზე.

"ნეტგაზეთი 2010 წლის იანვრიდან არსებობს და ქართულენოვან ინტერნეტმომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაცია. ახალი ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით საიტი მომხმარებლებს  უყვება ამბებს არა მხოლოდ ტექსტით, არამედ აუდიო, ვიდეო, ფოტო მასალის გამოყენებით. მრავალფეროვანი ინფორმაციის მიღების გარდა საიტი მომხმარებლებს დისკუსიის და აზრის თავისუფალად გამოხატვის შესაძლებლობას აძლევს. საიტი დააარსა შპს „გაზეთმა ბათუმელებმა“ მედიის განვითარების ფონდის დახმარებით და ფუნქციონირებს ფონდ „ღია საზოგადოება–საქართველოს“ მხარდაჭერით." - ნეტგაზეთი

დამატებითი ინფორმაცია ნეტგაზეთის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://www.netgazeti.ge

lib.ge

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტის „ვირტუალური პლატფორმა: საბჭოთა წარსულის გააზრება“ ფარგლებში გამართული ლექცია/დისკუსიების ტექსტური ვარიანტი თავსდება lib.ge-ს ელექტრონულ ბიბლიოთეკაში.

lib.ge დაარსდა 2006 წელს და არის პირველი ქართული ელექტრონული ბიბლიოთეკა. მოიცავას შემდეგ განყოფილებებს:

კავკასიური სახლი

"1973 წელს საზოგადო მოღვაწის, ისტორიკოსისა და ლიტერატორის - ბატონ ოთარ ნოდიას (1928-1993)ინიციატივით დაარსდა "მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარი სარედაქციო კოლეგია", რომელსაც ყველა ყოველთვის უბრალოდ "კოლეგიას" უწოდებდა.

ორგანიზაციის მიზანი იყო მსოფლიო ლიტერატურისა და აზროვნების საუკეთესო ნიმუშების თარგმნა ქართულად და ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია; მხატვრული თარგმანის მაღალკვალიფიციური სკოლის შექმნა. თავი მოუყარა რა თავის ჭერქვეშ ენებისა და სხვა ქვეყნების კულტურული სამყაროს საუკეთესო მცოდნეებს, ფილოლოგებსა და მთარგმნელებს, კოლეგია თანდათან გარდაიქმნა ერთგვარ ინტელექტუალურ ცენტრად, თავისუფალი და დემოკრატიული აზროვნების კერად. იგი იყო სხვადასხვა კულტურათა დიალოგის ადგილი და სახლი, სადაც სხვადასხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის ხალხი მუშაობდა ერთად. ეს იყო ოთარ ნოდიასა და მისი თანამოაზრეების ოცნების ასრულება. კოლეგია თავისი საქმიანობით განსაკუთრეულ ყურადღებას უტმობდა კავკასიის ხალხთა ლიტერატურის შესწავლასა დათარგმანს." - კავკასიური სახლი

დამატებითი ინფორმაცია კავკასიური სახლის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://www.caucasianhouse.ge/index.php?lang=geo

 

საარქივო სამმართველო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საარქივო სამმართველო და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია ამ უკანასკნელის დაარსების დღიდან თანამშრომლობენ.

სწორედ საარქივო სამმართველოს სამ სხვადასხვა არქივში მოპოვებული მასალა არის ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო, რომელზეც საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის კვლევები არის დაფუძნებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკურ დეპარტამენტთან ოფიციალური შეთანხმების საფუძველზე საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიას ეძლევა უფლება, საჯარო სივრცეში (მათ შორის ორგანიზაციის ვებ-გვერდზე) გამოაქვეყნოს არქივებში მოძიებული მასალა.

საარქივო სამმართველოსა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის თანამშრომლობა 2011 წელსაც გრძელდება პროექტ "საბჭოთა თბილისის" ფარგლებში.

ცხელი შოკოლადი

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტის „ვირტუალური პლატფორმა: საბჭოთა წარსულის გააზრება“ ფარგლებში გამართული ლექცია/დისკუსიების ვიდეო მასალა თავსდება ცხელი შოკოლადის ვებ-გვერდზე.