პროექტები

ვირტუალური პლატფორმა - საბჭოთა წარსულის გააზრება

პროექტი „ვირტუალური პლატფორმა - საბჭოთა წარსულის გააზრება“ 2010 წლის იანვარში დაიწყო ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველო“ ფინანსური მხარდაჭერით. ეს ორგანიზაციისა და ფონდის პირველი თანამშრომლობა იყო.

პროექტი სამ მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავდა.

  • ორგანიზაციის ვებ-გვერდის შექმნა;
  • საქართველოს საბჭოთა წარსულთან თემატურად დაკავშირებული დისკუსიების ორგანიზება;
  • მასობრივი რეპრესიების მსხვერპლებთან ან მათი ოჯახის წევრებთან ათი ინტერვიუს / ზეპირი ისტორიის ჩაწერა;

პროექტის ფარგლებში საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია პარტნიორობდა გოეთეს ინსტიტუტთან და ინტერნეტ გამოცემა Netgazeti.ge-სთან.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული საჯარო დისკუსიების ვიდეო მასალის ხილვა შეგიძლიათ ორგანიზაციის youtube არხზე. დისკუსიების გაშიფრული ტრანსკრიპტები ხელმისაწვდომია შემდეგ ბმლუზე.

პროექტის ფარგლებში ჩაწერილი ზეპირი ისტორიები პერიოდულად თავსდება ორგანიზაციის ვებ-გვერდზე. ისტორიების ნახვა შეგიძიათ შემდეგ ორგანიზაციის ვიდეო არქივში.

საბჭოთა თბილისი

 2011 წელს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია ახორციელებს პროექტს - „საბჭოთა თბილისი“.

პროექტის ფარგლებში შეიქმა ახალი ვირტუალური ტური - საბჭოთა თბილისი. ტური მოიცავს თბილისის საბჭოთა ისტორიასთან დაკავშირებულ 20-მდე არქიტექტურულ ობიექტს, ადგილს თუ მოვლენას, რომელიც ასახავს საბჭოთა ყოფას. ტური ასევე განთავსდება საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ვებ გვერდზე.

პროექტის ფარგლებში გამოიცა პუბლიკაცია „წითელი ტერორის ტოპოგრაფია“. წიგნში უნიკალურ ფოტომასალასთან ერთად შევიდა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიერ შემუშავებული საგანმანათლებლო ტურის ”ტერორის ტოპოგრაფია” ერთ-ერთი ისტორიული მარშრუტი; აგრეთვე ნინო ზაალიშვილის, ანა კორძაია - სამადაშვილის, აკა მორჩილაძის, ნიკა მახარაძის, მალხაზ ხარბედიას ესეები, რომლებიც სპეციალურად ამ პროექტისთვის დაიწერა.

კალენდარი - 2011

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია გთავაზობთ 2011 წლის თემატურ კალენდარს. პროექტის იდეა გულისხმობს ქალაქ თბილისის ძველ ნაწილში, კერძოდ მთაწმინდასა და სოლოლაკში, არსებული იმ სახლების, შენობა-ნაგებობებისა და ქუჩების მოძიება-გამოკვლევას, სადაც მიმდინარეობდა საბჭოთა პერიოდის საზოგადოებრივი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპი - სტალინური რეპრესიები, რომელიც დღეს დიდი ტერორის სახელითაა ცნობილი.

წითელი ტერორის ტოპოგრაფია

თბილისში არსებობს და მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის უცნობია იმ კონკრეტული სახლების ადგილმდებარეობა, სადაც განთავსებული იყო სტალინურ ტერორთან და რეპრესიებთან  დაკავშირებული სახელმწიფო დაწესებულებები; შენობები, სადაც ცხოვრობდნენ და საიდანაც გაჰყავდათ რეპრესირებულები; სახლები,  სადაც  ცნობილი და უცნობი ჯალათები ცხოვრობდნენ.

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია დაინტერესებულ პირებსა და ჯგუფებს ასევე სთავაზობს თემატურ და საგანმანათლებლო ექსკურსიებს შემუშავებულ მარშრუტზე.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, დაგვიკავშირდნენ: info@sovlab.ge და 893 78 05 68