პროექტები

თავისუფალი წვდომა ინფორმაციასა და სამართალზე

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია ახალგაზრდა მკვლევართა და სამოქალაქო აქტივისტთა გაერთიანებაა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს საბჭოთა ისტორიის შესწავლას და გააზრებას.

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია პროექტის ფარგლებში მიზნად ისახავს:

  • ქართულ ვებ-სივრცეში შექმნას საქართველოს საბჭოთა ისტორიის ამსახველი საზოგადოებრივი არქივი;
  • საზოგადოებრივი არქივისათვის საოჯახო ალბომებიდან და სხვა ალტერნატიული წყაროებიდან შეაგროვოს და ციფრულ ფომატში გადაიყვანოს საარქივო მასალები, რომლებიც საქართველოს საბჭოთა ისტორიას ასახავს;
  • ჩაწეროს ათი ზეპირი ისტორია მასობრივი რეპრესიების მსხვერპლებთან ან მათი ოჯახის წევრებთან;
  • ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYLA) დახმარებით, უზურნველყოს იმ პირების იურიდიული დახმარება, რომლებიც საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლს წარმოადგენენ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კომპენსაცია ეკუთვნით.

რეგიონალური პლატფორმა: საბჭოთა წარსულის გააზრება

პროექტის საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ 2011 წლის ნოემბრის მიწურულს დაიწყო და მისი ხანგრძლივობა არის ერთი წელი. პროექტი ხორციელდება ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველო“ ფინანსური მხარდაჭერით.

დაკარგული ისტორია: მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ

2012 წელს, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, ორგანიზაცია სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (dvv international) ფინანსური მხარადჭერით, განახორციელებს პროექტს - ”დაკარგული ისტორია: მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ”.