საქართველოში, მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის უცნობია იმ კონკრეტული ადგილების, სახლების, ქუჩებისა და საჯარო სივრცეების ადგილმდებარეობა, სადაც განთავსებული იყო საბჭოთა ტერორთან და რეპრესიებთან დაკავშირებული სახელმწიფო დაწესებულებები - შენობები, სადაც ცხოვრობდნენ და საიდანაც გაჰყავდათ რეპრესირებულები... სახლები, რომლებშიც განთავსებული იყო ის სახელმწიფო სტრუქტურები, სადაც ათასობით ადამიანის ბედი წყდებოდა, შენობები, რომლებიც ტერორის მანქანის დაუნდობელი მოქმედების ბოლო მოწმეებს წარმოადგენენ და სახლები, სადაც ამ სისტემის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ.

ტერორის ტოპოგრაფიის რუკა - ვირტუალური პლატფორმაა, რომელიც მუდმივად ივსება ინფორმაციით, რითაც ათასობით უკვალოდ გამქრალი ადამიანის - საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა შესახებ მეხსიერების დაფიქსირებას და საჯარო სივრცეებში დაბრუნებას ვცდილობთ, ასევე ვქმნით რესურსს, რომელიც საბჭოთა მასობრივი პოლიტიკური ტერორის ყოველდღიურობის რეკონსტრუქციასა და სივრცითი განზომილებების კვლევაში დაეხმარება ისტორიკოსებს.

"საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია" 2011 წლიდან სთავაზობს დაინტერესებულ პირებსა და ჯგუფებს ტერორის ტოპოგრაფიის ბაზაზე შემუშავებულ სხვადასხვა ისტორიულ-საგანმანათლებლო ტურს ქალაქ თბილისში.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ: info.sovlab@gmail.com და 593 785901. ასევე სოციალურ ქსელში ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე.


ტურის ორგანიზების პირობები:

მონაწილეთა რაოდენობა: მინიმუმ 5 ადამიანი. მაქსიმუმ - 15.
ხანგრძლივობა - საშუალოდ 2 საათი.

ღირებულება (ერთ პერსონაზე):

  • ტური ინგლისურ / რუსულ ენაზე - 25 ლარი,
  • ტური ქართულ ენაზე - 20 ლარი,
  • სტუდენტი - 10 ლარი,
  • სკოლის მოსწავლე (უფროსი კლასები) - 5 ლარი.

ტურიდან მიღებული შემოსავლები ხმარდება ორგანიზაციის კვლევით ხარჯებს, სხვადასხვა პუბლიკაციების გამოცემებს და ასევე საქველმოქმედო მიზნებს.

TOP