მისია და ხედვა



“საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მიზანია, ხელი შეუწყოს საბჭოთა ტოტალიტარული წარსულის შესწავლას, საბჭოთა მემკვიდრეობის გააზრებას და თავისუფალი სააზროვნო და სადისკუსიო სივრცის შექმნას.

ორგანიზაციას სურს, ხელი შეუწყოს საქართველოში მეხსიერების კულტურის განვითარებას და წაახალისოს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მონაწილეობა კვლევასა და უახლესი ისტორიის შესწავლა-გააზრებაში.





ორგანიზაციის ისტორია



"საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია" (sovlab) 2010 წელს დაფუძნდა ისტორიკოსების, ჟურნალისტების, მკვლევრებისა და საბჭოთა წარსულით დაინტერესებული სხვა პირების მიერ.

2009 წლის 9-10 ნოემბერს კავკასიაში გერმანიის სახალხო უნივერსიტეტების ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (dvv international) და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის (Heinrich Boell Stiftung) მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის “ტერორის ტოპოგრაფია - საქართველოს საბჭოთა ისტორიის გააზრება (სტალინიზმი, ტოტალიტარიზმი, რეპრესიები)” შედეგად, კონფერენციის უშუალო მონაწილეთაგან ჩამოყალიბდა საინიციატივო ჯგუფი. ჯგუფმა პირველ მიზნად (პროექტად) დაისახა სტალინიზმის, ტერორის და რეპრესიების ტოპოგრაფის თემის დამუშავება და კვლევების დაწყება თბილისში საბჭოთა ტერორის და რეპრესიების შესახებ დოკუმენტური, საგანმანათლებლო მარშრუტის შესაქმნელად.


ორგანიზაცია დააფუძნეს შემდეგმა პირებმა:

ლაშა ბაქრაძე, დავით გოგოშვილი, გიორგი კლდიაშვილი, ნინო ლეჟავა, ანა მარგველაშვილი, გიორგი შაიშმელაშვილი, დავით ჯიშკარიანი.


ამჟამად ორგანიზაციის გამგეობის წევრები არიან:

ნატო ალხაზიშვილი, ნატალია ანთელავა, ლაშა ბაქრაძე, თორნიკე გორდაძე, თეონა მაჭარაშვილი, მარიამ ჭაჭია და ირაკლი ხვადაგიანი (გამგეობის თავმჯდომარე).


2010 წლიდან დღემდე ორგანიზაციამ არაერთი შემეცნებითი, საგანმანათლებლო და საინფორმაციო რესურსი შექმნა, რომლებიც თავის მხრივ სიღრმისეულ კვლევაზე იყო დაფუძნებული.


"საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის" ამოცანებია:

  • უახლესი ისტორიის გააზრება ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის მიმართ საზოგადოების მორალური პასუხისმგებლობის გაზრდის მიზნით.
  • ისტორიულ პროცესებში ინდივიდის როლისა და მნიშვნელობის წინ წამოწევა, მისი გამოცდილების დაბრუნება საზოგადოების საერთო მეხსიერებაში,
  • საზოგადოების ჩართულობა უახლესი ისტორიის შესწავლის პროცესში სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლების მიზნით,
  • მეხსიერების კულტურის განვითარებისა და მეხსიერების ადგილების მემორიალიზაციის ხელშეწყობა.


საქმიანობის პროცესში ორგანიზაცია ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპებით:

  • კვლევითი ეთიკის პრინციპების სრული დაცვა,
  • ხარისხის მაღალი სტანდარტები,
  • ღიაობა და ანგარიშვალდებულება,
  • ქსელური მუშაობა და დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობა,
  • მოხალისეთა მოზიდვა და კვლევებში ჩართვა,
  • კვლევითი საქმიანობის წახალისება და პოპულარიზაცია.


დასახული მიზნების მისაღწევად ორგანიზაცია თავის საქმიანობას ახორციელებს ექვსი ძირითადი პროგრამული მიმართულებით:

  1. კვლევითი პროგრამა,
  2. საზოგადოებრივი არქივის პროგრამა,
  3. საგანმანათლებლო პროგრამა,
  4. წითელი ტერორის ტოპოგრაფიის პროგრამა,
  5. კვლევითი საქმიანობის ხელშემწყობი გარემოს ადვოკატირების პროგრამა,
  6. საგამომცემლო პროგრამა.






თანამშრომლები


ნატო ალხაზიშვილი
სრულად
ლაშა ბაქრაძე
სრულად
რუსიკო კობახიძე
სრულად
ქეთი კურტანიძე
სრულად
ანა მარგველაშვილი
სრულად
ბადრი ოჯუყავა
სრულად
ქეთი სიხარულიძე
სრულად
მაგდა ცოცხალაშვილი
სრულად
ირაკლი ხვადაგიანი
სრულად
დავით ხვადაგიანი
სრულად

ნატო ალხაზიშვილი დაიბადა 1969 წელს.

სწავლობდა ინგლისურ ენას (თბილისი) და საჯარო მმართველობას (აშშ).

2005-2016 წლებში იყო გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლის მოადგილე რამდენიმე პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში.

ამჟამად არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი, სადაც კითხულობს ლექციათა კურსს მდგრადი განვითარების შესახებ. დააფუძნა გამომცემლობა „პოეზია“.

2017 წლიდან არის საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის გამგეობის წევრი.










დონორები და პარტნიორები




კონტაქტი


თბილისი, ვასილ ბარნოვის ქუჩა #41.

E-mail: info.sovlab@gmail.com

ტელ: +995 593 785901

TOP