გუშინ დაკავებულებმა ვერ მიიღეს სამართლიანი სასამართლო
22 ივნისი, 2019


მეგობრებო, ყველას მადლობას გიხდით გვერდში დგომისა და გულშემატკივრობისათვის. გაცნობებთ, რომ ირაკლი ხვადაგიანი მოთავსებულია რუსთავის იზოლატორში, ექიმმა ნახა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია და დღევანდელი მონაცემებით კიდევ 8 დღე მოუწევს იქ ყოფნა, როგორც უამრავ სხვა ჩვენს თანამოქალაქეს, რომლებიც აქციის დარბევის დროს დააკავეს.

რაც შეეხება დათო ხვადაგიანს, მისი სასამართლო სხდომა ჩატარდა გუშინ გვიან საღამოს და რამდენადაც იმ დროისთვის სასამართლოს ტაქტიკა ჰქონდა შეცვლილი და სტანდარტული 12-13 დღიანი პატიმრობის ნაცვლად ნაწილს გადაუვადა საქმის განხილვა, დათო ხვადაგიანის პროცესიც 3 ივლისს ჩაინიშნა. ამჟამად ის სახლშია. გაიარა სამედიცინო შემოწმება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.


ფოტო: დავით ხვადაგიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს პროცესზე



ფოტო: დავით ხვადაგიანის დაკავების მომენტი


305 ადამიანია დაკავებული. ზოგი უკვე 9-14 დღიანზეა გაშვებული კონვეირის მეთოდით და ზოგის სხდომა გადაიდო. მთავარი პრობლემა არის ის, რომ გუშინ დაკავებულებმა ვერ მიიღეს სამართლიანი სასამართლო. ესაა მთავარი პრობლემა. ირაკლი ხვადაგიანი არის ერთ-ერთი იმ 305-ში! აქ უბრალოდ ძალიან სიმბოლური აღმოჩნდა ის, რომ საბჭოთა წარსულის და სისტემების მკვლევარი შიგნიდან გაიცნობს ამ გადმონაშთ სისტემას. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, ქვეყანაში რეალური სასამართლო რეფორმა და თავისუფალი სასამართლო სისტემა!

კიდევ ერთხელ მადლობა ყველას