"სოვლაბის" ახალი პროექტი ახალგაზრდა მკვლევრებისთვის
08 ნოემბერი, 2021


5 ნოემბერს, საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართა "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის" ახალი პროექტის პრეზენტაცია, რომელიც ახალგაზრდა მკვლევრების კვლევითი საქმიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.


საბჭოთა წარსულის მკვლევრების შესაძლებლობების გაძლიერება" ("CAPACITY BUILDING FOR RESEARCHERS ON SOVIET PAST") - პროექტის ფარგლებში ღია კონკურსის გზით შეირჩა 17 ახალგაზრდა მკვლევარი. ისინი გაივლიან სტაჟირებას "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის - SOVLAB-ის გამოცდილ გუნდთან. პროექტის დასასრულს მკვლევრებმა უნდა მოამზადონ კვლევითი ანგარიში საბჭოთა კავშირის ეკონომიკურ-პოლიტიკური ელიტების სტრუქტურის, თანამედროვე ქართულ სოციალურ სისტემებში მათი მონაწილეობისა და დემოკრატიულ პროცესებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მათი გავლენის შესახებ.


ფოტო: ნორვეგიის საელჩოს მისიის თავმჯდომარის მოადგილე, მარკო სოლდიჩი


















ისტორიკოს, ირაკლი ხვადაგიანის განცხადებით, პროექტი გამიზნულია მათთვის, ვინც დაინტერესებულია საბჭოთა პერიოდის, საბჭოთა ტოტალიტარიზმის და განსაკუთრებით გვიან საბჭოთა რეალობის კვლევით.


პროექტი ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პრეზენტაციაზე ნორვეგიის საელჩოს მისიის თავმჯდომარის მოადგილემ მარკო სოლდიჩიმ ხაზგასმით აღნიშნა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის საბჭოთა წარსულის კვლევა, თუ რა გავლენა აქვს დღევანდელ რეალობაში საბჭოთა წარსულს და როგორ აისახება ის ხალხზე, პოლიტიკასა და ეკონომიკაზე.





პროექტის ფარგლებში შერჩეული 17 ახალგაზრდა მკვლევარი:

  • ნიკა ბულისკერია - ბაკალავრი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი (III კურსი);
  • ნინო ქოთოლაშვილი - მაგისტრატურის სტუდენტი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი( თანამედროვე საქართველოს ისტორია) I კურსი;
  • ელეონორა ჭანია - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. საზოგადოებრივი გეოგრაფიის სამაგისტრო პროგრამა ( პირველი კურსი);
  • თინათინ მაგრაქველლიძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებებისა და რელიგიის კვლევების მაგისტრი;
  • ელენე შაფათავა - ბაკალავრი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი;
  • სალომე ასანიძე- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. კულტურის კვლევების სამაგისტრო პროგრამა (მესამე სემესტრი);
  • ნანი მანველიშვილი - დოქტორანტი, თსუ;
  • გიორგი აფხაზავა - დოქტორანტი. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. საქართველოს ისტორია;
  • ნათია გიგატაძე - ბაკალავრი, ვესტმინსტერის უნივერსიტეტი;
  • ლიკუნა ჯანიაშვილი - ბაკალავრი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი;
  • ანი სუთიძე - მაგისტრანტი- თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი (სოც. მეცნიერებები);
  • სალომე სვანაძე - დოქტორანტი, ილიაუნი;
  • სალომე ერისთავი - მაგისტრანტი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • სანდრო ბაკურაძე - ბაკალავრიატი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგისტრატურა - ანკარა,ჰაჯეთთეფეს უნივერსიტეტი;
  • თორნიკე დიღმელაშვილი - მაგისტრატურა - საბჭოთა კვლევებიილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • ნინო ნატროშვილი- მაგისტრანტი. გოტინგენის უნივერსიტეტი;
  • თამუნა გოგიჩაძე - ბაკალავრიატი - თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლა. მაგისტრატურა - ილიაუნის პოლიტიკის მეცნიერებები (კავკასიის კვლევები).