წითელი ტეორორის ტოპოგრაფია - თბილისი
01 თებერვალი, 2010


"წითელი ტერორის ტოპოგრაფია - თბილისი" "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის" პირველი ინიციატივა/პროექტი იყო, რომლის ფინანსური მხარდამჭერები ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო და dvv-international-ის საქართველოს წარმომადგენლობა იყვნენ.

პროექტი მიზნად ისახავდა თბილისის ძველ ნაწილში იმ კონკრეტული ადგილების მოძიებას და რუკაზე დატანას, რომლებიც სტალინიზმთან, ტერორთან და რეპრესიებთან არის დაკავშირებული და სადაც იგეგმებოდა, ხორციელდებოდა, ან რომლებთანაც ასოცირდებოდა საბჭოთა მასობრივი რეპრესიები.

კვლევის შედეგად მომზადდა და დაიბეჭდა პირველი რუკა-გზამკვლევი. "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ" რუკის საფუძველზე დაიწყო მოქალაქეებისათვის ისტორიულ-საგანმანათლებლო ტურის შეთავაზება და ტერორის ტოპოგრაფიის ონლაინ-პლატფორმის განვითარება.